ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას თავდასხმის ეშინია

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ცოტა ხნის წინ შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება, კონტრაბანდისტებთან ბრძოლის საბაბით, სამხედრო კამპანიას გეგმავს რესპუბლიკაში, რათა იგი ისევ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოაქციოს.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის სტანისლავ კოჩიევის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.


მიხეილ სააკაშვილი 3 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მოულოდნელი ვიზიტით თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვია და ცხინვალის მოსახლეობას შეხვდა. მან ცხინვალში პირობა დადო, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნები სამხრეთ ოსეთშიც გაიხსნებოდა.

Back to top button