
ზურაბ ჟვანია უმოქმედო პარლამენტის დათხოვნის მომხრეა
სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ იგი მომხრეა ისეთი მოდელის, რომელიც აღამსრულებელ ხელისუფლებას უმოქმედო პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას მისცემს.
“ჩვენ გვჭირდება ისეთი მოდელი, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. ამგვარი მოდელი დემოკრატიული ქვეყნების 95%-ში გამოიყენება. ზოგიერთი პიროვნება აცხადებს, რომ ეს მოდელი ჩვენ გვჭირდება პარლამენტის დათხოვნისა და ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად. მე არ ვაპირებ ამ უსასრულო დისკუსიებში მონაწილეობას და გაუთავებელ ყბედობას”, – განაცხადა დღეს ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე დეტალური საუბარი უახლოეს პერიოდში შედგება. ამ თემის განხილვა “გაერთიანებული დემოკრატებისა” და “ნაციონალური მოძრაობისგან” შემდგარი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ყრილობაზე იგეგმება.