ახალი ამბები

BP საქართველოს 1 მლნ დოლარით ეხმარება

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსა და კომპანია BP-ს ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კომპანია ორგანიზებულად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები დევნილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვისათვის საქართველოს ბიუჯეტს 1 მლნ აშშ დოლარს გადაურიცხავს.


შეთანხმების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება საქართველოს მთავრობასა და “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” (BTC Co) და “სამხრეთ კავკასიის მილსადენის” კომპანიებს ( SCP Co) შორის, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.


თანხა ჩაირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის მიერ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენსა და (BTC Co) და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიები  (SCP Co) განახორციელებენ ამ თანხების მოძრაობის მონიტორინგს, ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა მათ მიაწვდის დეტალურ იანფორმაციას თანხების მოძრაობის შესახებ მინიმუმ თვეში ერთხელ.

Back to top button