ახალი ამბები

ცსკო-მ ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაცია დაიწყო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) იმ 2,2 მილიონი ამომრჩევლის სიების კომპიუტერიზაცია დაიწყო,  რომელთაც რეგისტრაცია დეკემბერ-იანვარში გაიარეს.


ცსკო-ს ვარაუდით, სიების კომპიუტერიზაცია თებერვლის ბოლოს დასრულდება.


კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩეველთა რეგისტრაცია კვლავ გაგრძელდება და შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს; თუმცა ის ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრაციას დღეიდან გაივლიან, ელექტრონულ სიებში ვერ მოხვდებიან.


„ამგვარად, 28 მარტს ჩვენ შერეული სიები გვექნება, ნაწილი ელექტრონული და ნაწილი ხელნაწერი“, – განუცხადა ცსკო-ს თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა „სივილ ჯორჯიას“. 

Back to top button