ახალი ამბები

პაუელი: რუსეთი მზად არის ბაზების გამოყვანის საკითხი განიხილოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრეზიდენტ პუტინის მზადყოფნამ განიხილოს საქართველოდან რუსეთის ბაზების გამოყვანის საკითხი.


„მე ვიცი, რომ პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებენ, რათა საკითხი საბოლოოდ მოაგვარონ“, – განაცხადა კოლინ პაუელმა მოსკოვში ვიზიტის დროს.


მისი თქმით, რუსეთის ორი ბაზის საქართველოდან გამოყვანის საკითხი ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის განხილვისა და მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს. 


„აშშ-ის პოზიციაა ის არის, რომ რუსულმა ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველო რუსეთის მიერ 1999 წელს სტამბულის სამიტზე აღებული ვალდებულებების თანახმად“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. 

Back to top button