ახალი ამბები

ბურჯანაძე მოსკოვიდან დაბრუნებულ ასლან აბაშიძეს ხვდება

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე დღეს საღამოს ბათუმში გაემგზავრა, სადაც ის მოლაპარაკებებს გამართავს მოსკოვიდან დღეს დაბრუნებულ აჭარის ავტონომიის მეთაურთან ასლან აბაშიძესთან.

როგორც მოსალოდნელია შეხვედრისას, ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობების, ასევე 25 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალისთვის მზადების საკითხები განიხილება.

25 იანვარს ბათუმში დაგეგმილია სამხედრო აღლუმი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

მოსკოვში ასლან აბაშიძის ვიზიტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. აბაშიძე რუსეთის დედაქალაქში სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა.

აბაშიძე მოსკოვს გასულ კვირასაც სტუმრობდა, რის შემდეგაც, 20 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აჭარაში მდგომარეობის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით შეშფოთება იყო გამოთქმული.

Back to top button