
ახალი ამბები
თბილისი და ბათუმი თავისუფალი ეკონომიკური ზონის საკითხს განიხილავენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 იანვარს აჭარის ფინანსთა მინისტრთან იაშა ჩავლეიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის საკითხის განხილვას დაიწყებს.
აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ეს საკითხი რამოდენიმე წლის წინ დააყენა. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ინიციატივა პირველად პარლამენტმა 1997 წელს განიხილა. თუმცა ცენტრალური ხელისუფლების დიდი წინააღმდეგობის გამო ეს საკითხი არ იქნა მიღებული.
გასული წლის გაზაფხულზე პარლამენტმა ხელახლა განიხილა ეს საკითხი, თუმცა კვლავ უშედეგოდ.