ახალი ამბები

სოფლის მოსახლეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების მშენებლობას აპროტესტებს

გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მაცხოვრებლებმა დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვდნენ.


საპროტესტო აქციის მონაწილენი შიშობენ, რომ ნავთობსადენი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის და გარემოზე უარყოფით გავლენას იქონიებს.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით მოხდება აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში.

Back to top button