
ახალი ამბები
სოფლის მოსახლეობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადების მშენებლობას აპროტესტებს
გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მაცხოვრებლებმა დღეს სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილენი შიშობენ, რომ ნავთობსადენი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის და გარემოზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით მოხდება აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში.