ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 35% შეადგინა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით,  ამომრჩეველთა აქტივობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 35% შეადგინა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.


დღეს დილით ცსკო-ს თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ამომრჩევლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. 

Back to top button