
ახალი ამბები
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 35% შეადგინა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 35% შეადგინა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დღეს დილით ცსკო-ს თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა ამომრჩევლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.