skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში 4 დეკემბერს გარდამავალი ხელისუფლების პირველმა პირებმა, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ პრეზიდენტობის კანდიდატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანია გახსნილად აგმოაცხადეს.

“სიმბოლურია ის, რომ 1918 წელს 17:10 წუთზე ამ დარბაზში პირველად გამოცხადდა დამოუკიდებლი ქართული რესპუბლიკა. ასევე სიმბოლურია ის, რომ პარლამენტში 22 ნოემბერს ჩვენი ვარდებით შესვლა 17:10 წუთზე მოხდა. სიმბოლურია ჩემთვის, რომ ამ დღეს იყო წმინდა მიხეილის ხსენების დღეს, 23 ნოემბერს კი გიორგობის დღესასწაულზე პრეზიდენტი გადადგა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი მოხდება 25 იავნავრს, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეს, აი რა საჩუქარი მოუმზადა ქართველმა ხალხმა ყოფილ პრეზიდენტს. მთავარი საჩუქარი კი  ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვება იქნება 4 იანვრის შემდეგ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვართ ჩვენს გაამრჯვებაში. ქვეყანაში განვითარებულმა მოლენებმა დაგავნახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. სრულიად გონივრული და გამართლებულია ის, რომ ჩვენ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი გვყვას. დარწმუნებული ვარ რომ ღირსეულად ჩავატარებთ არჩევნებს” – განაცხადა პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ.

“საქართველოში რევოლუციის მეორე ეტაპი იწყება – უფრო მნიშვნელოვანი და რთული. ჩვენ იმის შეცვლა მოგვიწევს, რაც არ მოგვწონდა წინა ხელისუფლებაში” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, როემლიც მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა დაასახელა.

ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ეს არჩევნები სხვა ყველა საქართველოში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებული იქნება და ამომრჩეველზე არანაირი გავლენა არ ექნებათ სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელებს და რეგიონების რწმუნებულებს.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს არჩევნები იყოს მიუკერძოებელი, სამართლიანი. მასზე გავლენას ვერ მოახდენს ვერც ერთი გუბერნატორი, როგორც ეს ადრე ხდებოდა, ყველა მოქალაქეს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება ექნება” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

“ჩვენ ვიცით თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ახლა. ქართველ ხალხს გაუჩნდა შანსი სამართლიანი არჩევნების ჩატარებით მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდეს და ამ შანს არ გავუშვებთ ხელიდან” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს მასზე გარკვეული ტერორისტული აქტების მოწყობას და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლას.

“პირად უსაფრთხოებაზე მაღლა ქვეყნის უსაფრთხოებას და წესრიგს ვაყენებ, ვიცი, რომ იქნება ხელის შეშლის მცდელობა, მაგრამ მე ამისი არ მეშინია. რაც მთავარია ხალხს არ შეეშინდეს. ქვეყანაში უსაფრთხოებაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“არსებობენ გაღიზიანებულ ადამინათა ჯგუფი, რომლებმაც დაკარგეს კონტროლის უფლება და ყველაფერზე წამსვლელები არიან მის დასაბრუნებლად. არ გამოვრიცხავ რომ ყველაფერი არჩევნების ჩაშლის მიზნითაც გაკეთდეს, მაგრამ ამას ჩვენ არ დაუშვებთ. არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და მშვიდობიანად” – განაცხადა ზურბა ჟვანიამ.

იგი ასევე იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება აჭარაში და მისი ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე ბოიკოტს არ გამოაცხადებს, როგორც ეს თავად 3 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ასლან აბაშიძესთან კონსულტაციები დაიწყება და ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება აჭარაში არჩევნების ჩატარება. ბოიკოტის საფუძველს ვერ ვხედავ” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

“ამ დღეებში პირადად შევხვდები ასლან აბაშიძეს და ვფიქრობ, რონ შესაძლებელი გახდება კონსესუსის მიღწევა და აჭარაში არჩევნების ჩატარება” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ის ვინც არჩევნებს ბოიკიტს უცხადებს, ცდილობს ქვეყნის მიყვანას იქამდე სადაც ედუარდ შევარდნაძეს სურდა და ვერ შეძლო ჩვენი ჩარევის გამო” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც “ვარდების რევოლუციის” დროს მოწინავე ადგილი ეკავა საზოგადოების დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს და ამ რწმენით არ აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს უსაფუძვლო დაპირებების მიცემას და ამით ხალხის მოსყიდვას, როგორც იქცეოდნენ წინა წლებში არჩევნების დროს პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები.

“იმდენად დიდი მხარდაჭერა მაქვს, რომ არანაირი ვალდებულებების აღება არ მჭირდება. მე სუფთა ფურცლიდან ვიწყებ”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მზად არის ახალი ცხოვრების დასაწყებად და ვარდების რევოლუციის მონაპოვარის დასაცავად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button