
შევარდნაძემ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა მოიწვია
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 20 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ედიურდ შევარდნაძემ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნა.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბრის 16 საათისთვის დაინიშნა.
20 ნოემბერსვე საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყბა, რომლის თანახმადაც პარლამენტში მოსახვედრად 7%-იანი ბარიერი გადალახეს სახელისუფლო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის”, აღორძინების დემოკრატიულმა კავშირმა, “სააკაშვილი – ნაციონალურმა მოძრაობამ”, ლეიბორისტულმა პარტიამ, ბლოკმა “ბურჯანაძე-დემოკრატები” და “ახალმა მემარჯვენეებმა”.
გაერთიანებული ოპოზიცია ნაციონალებისა და “ბურჯანაძე-დემოკრატების” შემადგენლობით ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და ხელისუფლებას არჩევნების მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს.