ახალი ამბები

საპროტესტო აქციის მონაწილენი ზუგდიდში შიმშილობას იწყებენ

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიციის მხრიდან დაბრკოლებების მიუხედავად, საპროტესტო აქციის ოცდაათმა მონაწილემ შეძლო ზუგდიდის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობაში შესვლა და იქ შიმშილობის დაწყება პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ოთხი მოშიმშილე მოითხოვს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და შევარდნაძის გადადგომას.

ნაციონალური მოძრაობის ოთხმა წევრმა ასევე დაიწყო შიმშილობა ქუთაისში. ისინი ხელისუფლების მიერ არჩევნების მასობრივ გაყალბებას აპროტესტებენ.

Back to top button