ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის ელჩებმა არჩევნების შემდგომი სიტუაცია განიხილეს

(თბილისი, 12 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ევროკავშირის ელჩები დღეს პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდნენ და ქვეყანაში არჩევნების შემდგომი სიტუაცია განიხილეს.

ევროკავშირის ელჩების განცხადებით, ერთადერთი გზა ქვეყანაში დაძაბულობის მოსახსნელად არის დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

11 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის დროს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას დაუჭირა მხარი.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა უკვე პარლამენტის შენობის წინ გრძელდება, რომლის მონაწილენიც არჩევნების შედეგების გაუქმებას და შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ. 

Back to top button