skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანელები დაკავებული ტვირთის დაბრუნებას ითხოვენ

(თბილისი, 25 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ათობით აზერბაიჯანელმა მოქალაქემ დღეს საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის წინ მოაწყო. აქციის მონაწლენი საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ 22 აგვისტოს დაკავებული ტვირთის დაბრუნებას ითხოვენ.

საქართველოს საბაჟო სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, აზერბაიჯანელი მოქალაქეების ტვირთი, ძირითადად მობილური ტელეფონები, კონტრაბანდას წარმოადგენს.

თუმცა აზერბაიჯანელი მოქალაქეები უარყოფენ ამ ბრალდებას და ტვირთის დაუყონებლივ დაბრუნებას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button