skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთან თანამშრომლობას დროებით აჩერებს

(თბილისი, 10 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან გამართულ საგანგებო სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთან თანამშრომლობას დროებით აჩერებს. “ქვეყანა ბევრს დაკარგავს ამ გადაწყვეტილების გამო”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

სავალუტო ფონდის თბილისის ოფისს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია რაიმე ოფიციალური განცხადება პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

შევარდნაძის თქმით, ფონდის გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობით არის გამოწვეული.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები მუდმივად გვაფრთხილებდნენ, რომ სავალუტო ფონდთან კარგი ურთიერთობები შეგვენარჩუნებინა”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button