skip to content
ახალი ამბები

ქუთაისში წყლის, გაზის და ელექტროენერგიის დეფიციტი გამწვავდა

(თბილისი, 20 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ქუთაისის მოსახლეობა, რომელსაც უკვე 12 დღის განმავლობაში არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი გაზი და ელექტროენერგია, საპროტესტო აქციას განაგრძობს სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. 

საბითუმო ბაზარმა ელექტროენერგიის მიწოდება ქუთაისს დავალიანების გადაუხდელობის გამო შეუწყვიტა. თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ისინი გადასახადს იხდიან.

იმ შემთხვევაში, თუ არ აღდგება ენერგომომარაგება, აქციის მონაწილენი რიკოთის უღელტეხილის გადაკეთვით იმუქრებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button