skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე კმაყოფილია აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაციით

(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს გასულ კვირას აშშ-ს და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის გამო.
 
“კარგია, რომ ამდენი წვალების და გაჭიანურების შემდეგ შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების მიღება, რისთვისაც მადლობას ვუხდი პარლამენტს”, – განაცხადა 24 მარტს ორშაბათის ტრადიციულ რადიონიტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
 
იგი ასევე დადებით ტენდენციად მიიჩნევს საქართველოს მხარდაჭერას ანტიტერორისტული კოალიციისადმი და აცხადებს, რომ ქვეყანამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც აშშ-ის პრეზიდენტის მადლობის წერილიც ადასტურებს.
 
“აშშ ვალდებულია შეასრულოს ის მისია, რაც არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭომ. ჩვენც მას მხარს ვუჭერთ, ამით შევძელით დაგვემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა ასეთ დიდ ქვეყანასთან და თუ გვაცლიან ამ ომის დასრულებას, მაშინ შესაძლოა ამ თანამშრომლობას ჩვენთვის გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდეს”, – განაცხადა შევარდნაძემ.
 
შევარდნაძე იმედოვნებს, რომ აშშ დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკომომიკურ განვითარებაში.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია
აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება პარლამენტში წინააღმდეგობას წააწყდა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button