skip to content
ახალი ამბები

აშშ მადლობას უხდის საქართველოს მხარდაჭერისთვის

(თბილისი, 19 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისი ქართველი კოლეგისთვის ედუარდ შევარდნაძისთვის 16 მარტს გაგზავნილ წერილში მადლობა მოუხადა საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.

18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ 30 ქვეყანამ ტანხმობა განაცხადა კოალიციაში შესვლაზე, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა განაიარაღოს ერაყი. ბაუჩერმა ამ ქვეყნებს შორის დაასახელა საქართველო და აზერბაიჯანიც.

“უნდა ვთქვა, რომ ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც ჩვენ მივმართეთ და ვკითხეთ “გსურთ, რომ ამ სიაში შეგიყვანოთ?”, და მათ გვიპასუხეს, “დიახ”, – აღნიშნა ბაუჩერმა. “ყოველი ქვეყანა ირჩევს დახმარების იმ სახეს, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს”, – განაცხადა ბაუჩერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button