skip to content
ახალი ამბები

საქართველო მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციის პროექტს ერაყთან დაკავშირებით

(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველო მიუერთდა იმ დელეგაციებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში შეტანილ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერაყის მიმართ.

უშიშროების საბჭოში გამართულ დისკუსიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გოჩა ლორთქიფანიძემ  ერაყს მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი და აქტიური საფრთხე უწოდა.

მისი თქმით, “ბოლო 12 წლის განმავლობაში ერაყი სერიოზულად არღვევდა გაეროს რეზოლუციებს”. არავის აქვს უფლება, რომ გაეროს რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულოს, – დასძინა საქართველოს წარმომადგენელმა.

საქართველოს გარდა ერაყის მიმართ მკაცრ პოზიციას მხარი დაუწირეს ლატვიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button