skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ყოფილი ლობისტი კონგრესში აცხადებს: აშშ მხარს არ დაუჭერს საქართველოს წინააღმდეგ პრევენტიულ დარტყმებს

(თბილისი, 24 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს კონგრესში საქართველოს ყოფილი ლობი პოლ ჯოელის განცხადებით ამერიკა მხარს არ დაუჭერს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო პრევენტიულ დარტყმებს.

იგი შეცდომას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა რუსეთში ვიზიტისას გააკეთა.

“ეხო მოსკვისათვის” მიცემულ ინტერვიუში, როგორც ამავე რადიოსადგურის ვებ-გვერდი იტყობინება, არმიტიჯმა განაცხადა, რომ “რთულია გააკრიტიკო პრევენტიული დარტყმები მაშინ როდესაც თავად აშშ დარწმუნებული ამ სახის დარტყმების ეფექტურობაში.”

პოლ ჯოელის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეს ინფორმაცია უფრო არასწორი თარგმანია. “მე ვიცი ამერიკის მთავრობის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და არა მგონია ამ უახლოეს პერიოდში დამოკიდებულება შეეცვლილიყო. ამასთანავე პირადად ვიცნობ რიჩარდ არმიტიჯს და იგი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა,” – აცხადებს ჯოელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ამერიკელი დიპლომატის განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებუილ. დღეს ჟურნალისტებთან საუბარისას მენაღარიშვილმა გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა.

მსგავსი/Related

Back to top button