skip to content
ახალი ამბები

გარემოსდამცველები ბაქო-თბილის-ჯეიჰანის პროექტს აფასებენ

(თბილისი, 12 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოში იმყოფება საერთაშორისო გარემოსდაცვითი ექსპერტების დიდი ჯგუფი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოპორაციასთან ერთად ამუშავებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს.

როგორც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კოპორაცია იტყობინება, დოკუმენტზე მუშაობენ მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფი, ნიდერლანდების გარემოს დაცვის დამოუკიდებელი კომისია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომისია, 60-ამდე დამოკიდებელი ქართველი ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ჯგუფი.

ამ კომისიების დასკვნების საფუძველზე ნოემბრის ბოლოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ნავთობსადენის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს.

ოქტომბრის ბოლოს ბრიტანულმა გარემოსდამცავმა ორგანიზაციებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, რადგან მათი აზრით პროექტი რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას დიდ საფრთხეს უქმნის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button