
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ორ ტელეარხს მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა დაუდგინა იმ ენის გამოყენების გამო, რომლითაც მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენეს. თუმცა, მარეგულირებელს ისინი არ დაუჯარიმებია.
გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ ორი კრიტიკული ტელეარხის „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით 3 ივლისს გამოცხადდა. მაუწყებლებისთვის კონტენტის კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების თანახმად, 1 ივნისამდე დარღვევებზე სანქციები აღსრულებას არ ექვემდებარება. თუმცა, შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილებები სახიფათო პრეცედენტებს შექმნის.
This post is also available in: English