skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ მანაც მიიღო შემოწმების შესახებ სასამართლოს ბრძანება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციას ჩააბარა სასამართლოს ბრძანება ამ უწყების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ორგანიზაციაში დაცული ფაქტობრივად სრული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემები.

„მსგავსი შინაარსის წერილები გასულ კვირას სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონების გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ“, – განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“ 23 ივნისს.

ორგანიზაციის თქმით, ბიურო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ,,გრანტების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა „სათანადოდ არ განმარტავს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ინფორმაციის მიღება“.

This post is also available in: English

Back to top button