skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის (DROI) 3 ივნისის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა 26-28 მაისს საქართველოში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შედეგები განიხილეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც ევროპარლამენტარები, ისე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, ჟურნალისტი ბექა ყორშია და სამოქალაქო აქტივისტი და პროდასავლურ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერაშვილის და, ქეთევან ქერაშვილი.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპის დახმარება ესაჭიროება. რაც შეეხება ქართველ მონაწილეებს, მათ დაკავებულ „პოლიტპატიმრებზე“ გაამახვილეს ყურადღება და მათ „ქვეყნის სინდისი“ უწოდეს.

This post is also available in: English

Back to top button