საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოელი აგენტების” კანონს განიხილავს

29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო განმწესრიგებელი სხდომა “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის საქმეზე. სხდომაზე განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელი: პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ორი ჟურნალისტის. სასამართლომ ოთხივე სარჩელის გაერთიანებულ წარმოებაში მიღება გადაწყვიტა. სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ცნოს თუ არა სარჩელები დასაშვებად და, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს თუ არა კანონის ნორმების მოქმედება, როგორც ამას მოსარჩელე მხარეები ითხოვენ.

ქვემოთ იხილავთ მოსმენის თითოეული დღის დეტალებს. მასალა განახლდება:

მესამე დღე

მეორე დღე



პერსონალურ და სენსიტიურ ინფორმაციებთან დაკავშირებული საკითხები

სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლეებმა წამოჭრეს რამდენიმე პრობლემური საკითხი პერსონალურ და სენსიტიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი აძლევს მანდატს საჯარო რეესტრს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ამ ორგანიზაციების საქმიანობას, მათ პერსონალსა და ზოგჯერ, ბენეფიციარებსაც ეხებათ. იუსტიციის სამინისტრო ორგანიზაციების მონიტორინგის პროცესს 3 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყებს, რაც 2 სექტემბერს იწურება ვადა ორგანიზაციებისთვის, დარეგისტრირდნენ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად”. მიუხედავად საჯარო რეესტრის თავმჯდომარის განცხადებისა, რომ მონიტორინგის პროცესში მოპოვებული პერსონალური და სენსიტიური ინფორმაციები არ გასაჯაროვდება, მაინც არსებობს პრობლემური საკითხები ამ ინფორმაციებზე წვდომასთან, მათ მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით. რამდენიმე საკითხის გარშემო კითხვა-პასუხის რეჟიმმა ეს პრობლემები მეტად გამოაჩინა: 

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც კანონი  “უცხოეთის აგენტებს” გამოავლენს და დაარეგისტრირებს, ან მათივე ნებით, ან “ძალით”, თუნდაც ორგანიზაციებმა წარადგინონ ფინანსური დეკლარაციები, ამის შემდეგ  საჯარო რეესტრი მომდევნო ეტაპზე გადადის: მან უნდა გადაამოწმოს ორგანიზაციების ფინანსური დეკლარაციების სისწორე. საჯარო რეესტრის მიერ დანიშნულ სპეციალურ ინსპექტორს მიეცემა უფლება, თუკი საჭიროდ ჩათვლის, გამოითხოვოს უფრო მეტი ინფორმაცია, მათ შორის სენსიტიური ინფორმაცია ორგანიზაციების პერსონალისა და ბენეფიციარების შესახებ. ამ შემთხვევაში ორგანიზაციებმა და მათში დასაქმებულმა პირებმა ან უნდა გასცენ ინფორმაცია, ან დააჯარიმებენ. ინსპექტორის უფლებამოსილების ფარგლები ბუნდოვანია, თუმცა სხდომაზე მიმდინარე განხილვებიდან ჩანდა, რომ მას სავარაუდოდ დიდი უფლებამოსილება ექნება და ამასთან, მათ პრაქტიკაში მოქმედება განსაზღვრავს.

პირველი დღე







მასალა განახლდება…

This post is also available in: English Русский

Exit mobile version