2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 1.8%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.320 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-იანი კლებაა.

წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 6.7%-ით შემცირდა და 2.848 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.2%-ით, 7.472 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.624 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ 19 ივლისს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version