პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

27 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, თუ ცესკოს გადაწყვეტილება, რომლისთვისაც 2/3-იანი კვორუმია საჭირო, ვერ იქნება მიღებული ცესკოს სხდომაზე, იმავე სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და იმ შემთხვევაში ჩაითვლება მიღებულად, თუ მას  ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 63 ხმით დაძლია, ხოლო ცვლილებების მიღებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთ დეპუტატს მიუცია ხმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს ვეტო 13 ივნისს დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, „ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version