2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში  938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა, განაცხადა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 22 აპრილს. ამავე ინფორმაციით, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.

იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.

ვიზიტორთა რაოდენობით სიის სათავეში თურქეთი (254 577 ადამიანი). შემდეგ მოდის რუსეთი – 215 468 ადამიანი; სომხეთი – 191,830 ადამიანი; აზერბაიჯანი – 51 466 ადამიანი; ისრაელი – 46,789 ადამიანი; ირანი – 28 811 ადამიანი; ყაზახეთი – 27 874 ადამიანი; უკრაინა – 24 538 ადამიანი; ინდოეთი – 20 645 ადამიანი; და ბელარუსი – 17 236 ადამიანი.

ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან საქართველოს 77 045 ადამიანი ესტუმრა. სიის სათავეში პოლონეთია 11 734 ვიზიტორით (2019 წლის მონაცემთან შედარებით 67.1%-იანი ზრდა). შემდეგ მოდის გერმანია 46.1%-ით მეტი ვიზიტორით და გაერთიანებული სამეფო 27%-ით მეტი ვიზიტორით.

რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 16.1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 215 468 ადამიანი შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“.

მასალა განახლდა 23 აპრილს 12:29 საათზე. წინა ვერსიაში არასწორად იყო მითითებული პოლონეთი, როგორც ვიზიტორთა რაოდენობით სიის სათავეში მყოფი ქვეყანა. განახლებული ვერსია დაზუსტებულ ინფორმაციას შეიცავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version