მეთიუ მილერი: აშშ მოუწოდებს საქართველოს არ მიიღოს კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 18 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური  გავლენის“ კანონმდებლობის წინ წამოწევის თაობაზე. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ  გზაზე“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ უერთდება თავის ევროპელ მოკავშირეებს და მოუწოდებს საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის თაობაზე“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე. მასში ნათქვამია, რომ მიღების შემთხვევაში, კანონს შეუძლია შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, იმ ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებიც ამ სარგებელს საქართველოს მოქალაქეებს აწვდიან, და ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს.

„კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონმდებლობა არ არის მიზანშეწონილი, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება“, – დასძენს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version