უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ინფორმაცია ამის თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 48 წლის მებრძოლი ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან.

თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილია. იგი აფხაზეთის ომში (1992-1993) და რუსეთ-საქართველოს ომში (2008) იბრძოდა. იგი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. მედიის ინფორმაციით, თენგიზ ჭანია უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან იბრძოდა. იგი „აზოვის“ მესამე საბრძოლო ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა.  

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 47 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version