საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.2%-ით გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ათ თვეში მშპ-ის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ით განისაზღვრა.
ასევე წაიკითხეთ: