„ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთის მიერ იძებნება

უკრაინაში მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთმა ძებნილთა სიაშია შეიყვანა „უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელით მებრძოლების დაქირავებისა და საომარ მოქმედებებში სავარაუდო მონაწილეობის“ გამო. ამის თაობაზე რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება. ამავე ინფორმაციით, მიმდინარე სამართალწარმოება მამულაშვილისა და „ქართული ლეგიონის“ სამოცდაათზე მეტი მებრძოლის წინააღმდეგ უფრო ფართო სისხლის სამართლის საქმის ნაწილია.  

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მამულაშვილსა და მის თანამოაზრეებს ბრალდებები მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს წაუყენა იმ მოტივით, მამულაშვილმა 2014 წელს დააარსა „ქართული ეროვნული ლეგიონი“ და თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა (LPR) და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR) წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის  ქართველი ემიგრანტები დაიქირავა.

მამულაშვილი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სამიზნე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცოტა ხნის წინ მამუკა მამულაშვილი დაასახელა, როგორც სავარაუდო შეთქმულების ერთ-ერთი ავტორი, რომელთა მიზანიც ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოში სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა და ხელისუფლების შეცვლაა. უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მამულაშვილი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს ჯგუფებს იარაღის გამოყენებაში ავარჯიშებს.  

რუსეთის ძებნილთა სიაში მოხვედრის შესახებ ინფორმაციის საპასუხოდ მამულაშვილმა განაცხადა: „მიკვირს ოცნებას როგორ დაასწრეს“. მანამდე მან განაცხადა, რომ „ქართული მთავრობა ასრულებს რუსულ დავალებას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version