საქსტატი: 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.5%-ით გაიზარდა და 19.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

2023 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8%); მშენებლობა (22.7%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2%); განათლება (19.6%); ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.6%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა და სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1%); ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8%).

„საქსტატის“ ინფორმაციით, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0%); დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8%).

„საქსტატი“ დაზუსტებულ მონაცემებს 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version