შსს-ს 20-21 ივნისის აქციის მონაწილისთვის 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა 20 ივნისს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.

მოსარჩელეს, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში საია იცავდა, აქციის დარბევის დროს, რა დროსაც ის ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას ცდილობდა, თვალში რეზინის ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც მან მხედველობა დაკარგა. სასამართლომ აღიარა სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხი და სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

გადაწყვეტილება ამ დროისთვის  კანონიერ ძალაში შესული არ არის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version