მოსკოვი და სოხუმი აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოზე ზეწოლას ახდენს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი გააკრიტიკეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მისი პოზიციის გამო.

კარასინმა ბორელი „წესიერების საზღვრების გადაკვეთაში“ და „საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლაში“ დაადანაშაულა.

კარასინის მსგავსად, ზახაროვამ დაწერა: „ბორელმა განაცხადა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ახლა გასაგებია, რატომ არ არის აშშ ევროკავშირის წევრი – იქ ეს კანონი 1938 წლიდან მოქმედებს“.

იმავდროულად, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. მისი თქმით, ამ სავარაუდო გადატრიალების მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნა იქნება. მანამდე მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ომის შესაძლებლობა შედარებით მაღალია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version