საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 25.8%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
ამავე ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნის მშპ საშუალოდ 11.5%-ით გაიზარდა.
2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ 13.5%-ით შემცირდა.
ასევე წაიკითხეთ: