ევროპის მოამბე

სერბეთი ჭოჭმანობს, შეუერთდეს თუ არა ბელარუსის სანქციებს

(ბელგრადი, 7 ივნისი) სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, ბელარუსში თვითმფრინავის გატაცებით “ძალიან ცუდი რამ მოხდაო”, თუმცა მოსკოვის პროპაგანდის მიერ გავრცელებული ის არგუმენტი გაიმეორა, რომ აშშ-ს მიერ დევნილი ედვარდ სნოუდენის ძებნისას ვენაში ივო მორალესის თვითმფრინავი დააკავეს [ეს თვითმფრინავი მართლაც დააყოვნეს ვენაში, თუმცა მასში პოლიციელები არ შესულან. სნოუდენს ბრალს აშშ სახელმწიფო საიდუმლოების უკანონო მოპოვებასა და გათქმაში სდებდა]. ჯერჯერობით, მინსკსა და ბელგრადს შორის საჰაერო რეისები 30 ივნისამდეა შეჩერებული, თუმცა ბელგრადი ამბობს, რომ სანქციებთან შესაერთებლად ის ბრიუსელის ოფიციალურ თხოვნას დაელოდება. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და არსებობს მოლოდინი, რომ ის ბრიუსელის საგარეოპოლიტიკურ პოზიციებს გაიზიარებს თუმცა ბელგრადი მინსკთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობს. ამისდა მიუხედავად, 2020 წლის აგვისტოში ბელგრადი შეუერთდა ევროკავშირის განცდადებას, რომელმაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვა, რომ ისინი “არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.”

მსგავსი/Related

Back to top button