საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 22 დეკემბერს გამართულ აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 5 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 157 250 000 ლარი შეადგინა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130%, საშუალო შეწონილი 8.197%, მაქსიმალური კი 8.220% იყო.
ასევე წაიკითხეთ: