skip to content
ახალი ამბები

ფოტოამბავი: „1 წელი 20 ივნისიდან“

2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, სამოქალო აქტივისტებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და პოლიტიკოსების ნაწილმა დღეს პარლამენტის შენობის წინ სიმბოლური საპროტესტო ანტისაოკუპაციო აქცია – „ერთად ოკუპაციის წინაღმდეგ“ გამართეს.

აქცია საღამოს ზუსტად 19:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, პროტესტი მოქალაქეებმა რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადეებით გამოხატეს.

შეკრებილებს სიტყვით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიმართეს. გამომსვლელებმა გასული წლის 20-21 ივნისის მოვლენები გაიხსენეს და ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ერთი წლის წინ მომხდარი კარგად ახსოვთ.

მათვე ყურადღება ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის საარჩვნო სისტემის ცვლილებაზე მიმდინარე წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებისა და 21 ივნისს პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

აქციის დასასრულს, მომიტინგეებმა საპროტესტო ტრანსფერნტებით ხელისუფლებას უთხრეს: „შევხვდებით არჩევნებზე“, და პროტესტი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაასრულეს.

ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, საზოგადოების მასშტაბური პროტესტი საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და მის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებას მოჰყვა.

აქციაზე, გვიან ღამით, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეთა ნაწილმა სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. საბოლოოდ, პოლიციამ მომიტინგეები ძალის გამოყენებით – ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

ოფიციალური მონაცემებით, აქციის დაშლისას 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. დაშავებულთა შორის იყო, „სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფი გურამ მურადოვიც. მას ზურგისა და კისრის არეში ათზე მეტი რეზინის ტყვია მოხვდა.

საპროტეტო აქცია პარლამენტთან, 20 ივნისი, 2020 წელი, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button