კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ძალაში 21 აპრილამდე იქნება. ერთი კვირის შემდეგ კი – მას მერე, რაც ქვეყანაში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული ზომების „მნიშვნელოვანი გამკაცრების“ გადაწყვეტილება მიიღო. „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“, – თქვა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.
გამკაცრებული ზომების თანახმად, 31 მარტიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათიც გამოცხადდა. ახალი შეზღუდვები საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრებასაც კრძალავს. შეზღუდვა სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს არ ეხება. ასევე, აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა ან სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.
„სამოქალაქო საქართველოს“ ფოტოგრაფი იანა ყორბეზაშვილი დაცარიელებული თბილისის შესახებ ფოტოამბავს გვთავაზობს.
ველოსიპედისტი ნიღბით. წინამძღვრიშვილის ქუჩა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geკორონავირუსის პანდემიამ საცობებით ცნობილ თბილისში მანქანების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეამცირა. მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსაკვების მიტანის სამსახურის სკუტერი გიორგი სააკაძის აღმართზე, საბურთალოს რაიონი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geკაცს ტუალეტის ქაღალდი მიაქვს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geდახურული რესტორანი მერაბ კოსტავას ქუჩაზე. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geასეთი წარწერები მაღაზიებზე ჩვეულებრივ ამბად იქცა.ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 აპრილს ღია ბაზრები გაურკვეველი ვადით დაიხურა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geჩვეულებრივ მგზავრებით სავსე წერეთლის მეტროსადგური ცარიელია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geთბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგური. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geახალგაზრდებისთვის კარგად ცნობილი ბარი „პოლიტიკა“ დავით აღმაშენებლის გამზირზე დაკეტილია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geხელის ურიკები თბილისის დეზერტირების ბაზრის მახლობლად, თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე. ღია ბაზრები თბილისში 7 აპრილის შემდეგ დაკეტილია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსადგურის მოედანი, რომელიც ჩვეულებრივ მგზავრებით, მოვაჭრეებითა და მომხმარებლებით არის გადატვირთული, ამჟამად დაცარიელებულია, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თბილისის მეტრო 31 მარტიდან გაჩერებულია. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსაგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ საკვების გატანების ან ადგილზე მირანის მომსახურების გაწევის უფლება აქვთ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.geსაგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ საკვების გატანების ან ადგილზე მიტანის მომსახურების გაწევის უფლება აქვთ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge