Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერები პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო წუხილს გამოთქვამენ

საქართველოს ლიდერებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო წუხილი გამოთქვეს.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ საშინელ ხანძარს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Twitter-ზე. „საქართველო ახლა ფრანგი ხალხის გვერდით დგას“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ხანძარს Twitter-ით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა. „შოკირებული და დამწუხრებული ვარ იმ მასშტაბური განადგურებით, რაც ტაძარში გაჩენილმა კატასტროფულმა ხანძარმა გამოიწვია. ჩვენი ფიქრები ამ რთულ პერიოდში პარიზთან და საფრანგეთთან რჩება“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ ის ხანძრის მიერ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განადგურების გამო დამწუხრებულია.

ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად შუა საუკუნეების ისტორიული ტაძრის შპილი და სახურავი ჩამოინგრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button