![](https://i0.wp.com/old.civil.ge/files/images/2018/FTrade_Jan_2018_GEO.png?resize=780%2C470&ssl=1)
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
საგარეო ვაჭრობის ტენდენციები საქართველოში 2013-2018 წწ. იანვარში. წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1%-ით გაიზარდა წინა წლის იანვართან შედარებით და 815.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის მოცულობა 25.7%–ით გაიზარდა წინა წლის იანვართან შედარებით და 222.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა 18.1%–ით გაიზარდა და 593.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებს „საქსტატი“ მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.