ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის ოპოზიციური პარტიის ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერია, 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.

სააკაშვილის დაკავება დადასტურებულია მის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში, ასევე ახალ ძალთა მოძრაობის და სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის მიერ.

ნიღბიანი პირები, რომლებმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ.

მსგავსი/Related

Back to top button