skip to content
ახალი ამბები

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ქართული ეროვნული ვალუტა, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 
 
ლარმა, 30 ოქტომბერს აშშ დოლართან მიმართებაში 2.5612 შეადგინა; სამი დღის წინ ის ასევე დაეცა 2.5317-დან 2.5496-მდე.

ევროსთან მიმართებაში ლარი მცირედით გამყარდა და 2.9766 შეადგინა. სამი დღის წინ ლარის გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 3.0111 იყო.   

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის 22 დეკემბერს რეკორდულ მაჩვენებლამდე – 2.7846 დაეცა აშშ დოლართან მიმართებაში. 2017 წლის თითქმის მთელი იანვრის განმავლობაში მან გაუფასურება განაგრძო, ხოლო თებერვლიდან გამყარება დაიწყო.

ლარი შედარებით სტაბილური იყო დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე, სექტემბრამდე და მისი გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.39-2.44 იყო, რაც 40%-იანი გაუფასურებაა 2014 წლის ნოემბერთან შედარებით, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო. თუმცა სექტემბრიდან ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button