skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შესახებ

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს საქართველოს მთავრობასა და ხალხს გუშინ ჩატარებულ  ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც კარგად იყო   ადმინისტრირებული და დიდწილად მშვიდობიან გარემოში ჩატარდა თავისუფლების ფუნდამენტური უფლების  დაცვით.“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

„ვეთანხმებით ეუთოს წინასწარ ანგარიშს, რომელშიც დადებითად აღინიშნა, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება და ზოგადად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო“, – ნათქვამია განცხადებაში. „აგრეთვე ვიზიარებთ ეუთოს მოსაზრებას , რომ მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას  უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც კონკურენტების შესაძლებლობები არ შეიზღუდება“.

„ეუთოს შეფასებაში ასევე საუბარია საჩივრებზე ამომრჩეველთა დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს  არჩევნებთად დაკავშირებული ყველა საჩივარი“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი საერთო მიზნის განხორციელლებას და მხარს უჭერს  საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას  და მის სწრაფვას გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში.  კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button