ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის სწრაფი და გამჭირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის, ადამინის უფლებების დამცველების  გატაცება და თვითნებურად  უკანონოდ დაკავება-როგორც ეს იყო გაცხადებული-რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს, ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერის მიერ 4 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო ერთი დღის შემდეგ ის ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული.

„მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ დაპატიმრებული პირის საქმეს, სადაც პატიმრობა უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, – ნათქვამია პრესსპიკერის განცხადებაში.

ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ „დაცული იქნება კანონის მოთხოვნები და  სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე  უზრუნველყოფილი იქნება  უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ“. მან იქვე დასძინა, რომ ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button