skip to content

მარგველაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების შესახებ საუბრობს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 31 მაისს გაკეთებულ მოკლე კომენტარში, რომ აფგან მუხთარლის ადვოკატის მიერ ჟურნალისტის გატაცების შესახებ გაკეთებული განცხადება „აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიიდან, იქნება ეს ზღვით, ჰაერით, ხმელეთით, საქართველოს დედაქალაქიდან თუ საზღვრიდან ადამიანის გაქრობა არის კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევა“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ქვეყნის „პრესტიჟი და მოქალაქეების დაცულობა“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის როლს მედიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და განაცხადა, რომ „ეს არის ჩვენი სიამაყეც, მაგრამ ეს არის ჩვენი სახლემწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შემადგენელი ნაწილი. ამ თვალსაზრისით, ამ სტანდარტის დაცვა ჩვენი სახლემწიფოებრიობის დაცვის საკითხია“.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button