Placeholder canvas
ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: ძალის არგამოყენების განცხადებები ‘ახალ სიტუაციას ქმნის’

პრეზიდენტ სააკაშვილის ძალის არგამოყენების პირობა, რასაც ანალოგიური განცხადებები მოყვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებისგან, "ახალ სიტუაციას ქმნის რეგიონში,“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 დეკემბერს.

განცხადებაში, რომელიც 16 დეკემბერს ჟენევაში დაგეგმილ დისკუსიების მე–14 რაუნდს ეძღვნება, ასევე ნათქვამია, რომ ძალის არგამოყენების თაობაზე გაკეთებული განცხადებები "უდავოდ გახდება მთავარი საკითხი“, რომელიც ჟენევის დისკუსიების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში იქნება განხილული. 

"ჩვენ ვგეგმავთ ყურადღებით შევისწავლოთ და განვიხილოთ განცხადებებში გამოთქმული მიდგომები, ასევე განვიხილოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მათი იურიდიულად გამყარების შესაძლებლობა არსებული მექანიზმების დახმარებით,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

"რუსული მხარე განწყობილია კონსტრუქციული სულისკვეთებით განაგრძოს დისკუსიები ჟენევაში,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი/Related

Back to top button